1. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
1.1. ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება სერვერზე მოთამაშეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
1.3. ყველა მოთამაშემ დამოუკიდებლად უნდა ადევნოს თვალი წესებში ცვლილებებს.
1.4. სერვერის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მოცემულ სერვერზე თამაშის დროს დაზარალების შემთხვევაში.
1.5. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს სერვერზე დაშვება კონკრეტულ პირს (მომხმარებელს) თამაშის შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში.
1.6. ადმინისტრაცია არ არის ვალდებული დააბრუნოს მოთამაშეთა მიერ თამაშში ნებისმიერი შესაძლო მიზეზით (არა ადმინისტრაციული) დაკარგული: ნივთები და პერსონაჟთა პარამეტრები.
1.7. სერვერის მუშაობაში შექმნილი ხარვეზების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია უმოკლეს დროში გაასწოროს აღნიშნული ხარვეზები.
1.8. მოთამაშეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ადმინისტრაციის მოთხოვნები მოცემული შეთანხმების ფარგლებში.
1.9. პასუხისმგებლობა ეკისრება ”აქაუნთი”-ს მფლობელს მიუხედავათ იმისა თუ ვინ მოქმედებდა მოცემული ”აქაუნთი’-თ.
1.10. ყველა მოთამაშე ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს 3.1 პუნქტით აკრძალული პროგრამული უზრუნველყოფის არ არსებობა კომპიუტერზე რომლიდანაც ხდება სათამაშო სერვერზე შესვლა.
1.11. მოთამაშის მიმართ ამ შეთანხმების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში (სხვა მოთამაშის ან G.Mის მიერ) მომხმარებელს აქ უფლება ადმინისტრაციას ელექრონული ფოსტით მიაწოდოს საჩივარი დამადასტურებელ ფაქტებით (სკრინშოთი).
1.12. აღრიცხვის ჩანაწერები და მთელი მისი შემადგენლობა წარმოადგენს ადმინისტრაციის საკუთრებას.
2. სერვერის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა (ფორუმის მოდერატორებით, GM-ებით, დეველოპერებით, სკრიპტერებით და ა.შ.)
2.1. იკრძალება სერვერის ადმინისტრაციისთვის მიმართვა გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე. ნებისმიერი სახის მიმართვა სერვერის ადმინისტრაციასთან უნდა მოიცავდეს მოთამაშის მხოლოდ კონკრეტული პრობლემის მიზეზს ან საკითხს, რომელიც ეხება სერვერის მუშაობას. (სერვერის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას არ უპასუხოს შეტყობინებას) სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
2.2. იკრძალება სერვერის ადმინისტრაციის მიმართ უპატივისცემლო დამოკიდებულება სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
2.3. იკრძალება მუქარა, თხოვნები და ა.შ. სერვერის ადმინისტრაციის მიმართ, როგორც ფორუმზე, ასევე თამაშში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
2.4. იკრძალება GM-ებზე თავდასხმა, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
2.5. იკრძალება GM-ის საქმიანობაში ჩარევა. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
2.6. იკრძალება სერვერის ადმინისტრაციის მოტყუება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
2.7. იკრძალება GM-თან ნალაპარაკების პუბლიკაცია წინასწარი თანხმობის გარეშე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
2.8. იკრძალება GM-ის შეწუხება ერთიდაიგივე შეტყობინებით სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
2.9. GM-ებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ სათამაშო პროცესში, თამაშის წესების დარღვევის, დაგეგმილი ევენთების ან მიმდინარე სამუშაოების გარდა.
2.10. საეჭვო სიტუაციის შემჩნევისას, მოთამაშეს გააჩნია უფლება შეიტანოს განაცხადი ადმინისტრაციის მიერ მოცემულ ელ-ფოსტაზე (სკრინშოტების ან ვიდეო როლიკების დართვით)
2.11. იკრძალება ჭორების გავრცელება სერვერის და ადმინისტრაციის შესახებ. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
3. პროგრამების გამოყენება, სათამაშო პროცესი.
3.1. იკრძალება პროგრამების გამოყენება, რომლებიც ახდენენ მოთამაშის თამაშში ყოფნის ემულირებას და რომლებიც ხელს უშლიან სერვერის ნორმალურ ფუნქციონირებას. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
3.2. იკრძალება უსანქციო შეღწევა უცხო პიროვნების ექაუნთზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
3.3. იკრძალება თამაშსა და ფორუმზე პოლიტიკური ხასიათის მატარებელი განცხადებების საერთო ჩათში განთავსება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
3.4. იკრძალება სხვა ონლაინ-თამაშების რეკლამირება თამაშში და ფორუმზე. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
3.5. იკრძალება სექსუალური მომსახურების ან ეროტიული (პორნოგრაფიული) თვისებების მქონე პროდუქტის აშკარა ან ფარული რეკლამირება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
3.6. იკრძალება რასიზმის და ნაციონალიზმის გამოვლინება ნებისმიერი სახით. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
4. საუბრები, პერსონაჟის სახელები
4.1. კატეგორიულად იკრძალება უცენზურო სიტყვების გამოყენება სხვა მოთამაშეების მიმართ ჩათსა და ფორუმში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
4.1.1 პირველი შემთხვევა 3 დღე ბანი (პერსონაჟზე).
4.1.2 მეორე შემთხვევა 1 კვირა ბანი(პერსონაჟზე).
4.1.3 მესამე შემთხვევა 1 თვე ბანი(პერსონაჟზე).
4.1.4 მეოთხე შემთხვევა account - ის დაბლოკვა სამუდამოდ.

4.2. კატეგორიულად იკრძალება უცენზურო სიტყვების გამოყენება პერსონაჟების სახელებში. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
4.3. პერსონაჟის შექმნისას აკრძალულია სახელის დარქმევა რომელიც შეიცავს სიტყვებს: GM, Administrator, Admin. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
4.4. აკრძალულია აგრესიული მათხოვრობა. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
4.5. აკძალულია თავის გასაღება ადმინისტრაციის წარმომადგენლად ან ადმინისტრაციის რწმუნებულად. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
4.6. იკრძალება ჩათში ადმინისტრაციის მოქმედებების გაკრიტიკება. ასეთი შემთხვევისათვის არსებობს ადმინისტრაციის ელ-ფოსტა, სადაც შესაძლებელია დასაბუთებული პრეტენზიის განთავსება. სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით
5. დამატებითი წესები
5.1. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოცემულ წესებში შეიტანოს დამატებები მოთამაშეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
5.2. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშის მოქმედება აფერხებს თამაშის ორგანიზაციას ან სათამაშო პროცესს, მაგრამ მოცემული მოქმედება არ არის აღწერილი წესდებაში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები.

FB : giorgi afulava